ბადექონი - (Omentum) - პერიტონიუმის გაორკეცება მის პარიეტულ და ვისცერულ ფურცლებს შორის, რომელიც კუჭის ჯორჯალს შეადგენს. განარჩევენ დიდ და მცირე ბადექონს. დიდი ბადექონი (პერიტონიუმის დუბლიკატი) იწყება კუჭის დიდი სიმრუდიდან და უკან, ნაწლავებისაკენ მიემართება. ზოგიერთ ცხოველს (ძაღლი, ღორი) დიდი ბადექონი ფართოდ აქვს განვითარებული. მცირე ბადექონი (პერიტონიუმის ნაწილი) გაჭიმულია კუჭის მცირე სიმრუდესა და ღვიძლს შორის. მის ფურცლებს შორის მოთავსებულია ღვიძლის კარის ვენა, ღვიძლის არტერია და ღვიძლის სადინარი.

 

 

Copyright © INVET GROUP

www.invet.ge